სამაგიდო თამაშები

ჩვენს კაზინოში განთავსებულია უამრავი სხვადასხვა სამაგიდო თამაშები

წარმოდგენილი თამაშები
თამაშებისა და ლიმიტების უდიდესი არჩევანი
  • ამერიკული რულეტკა

    გთავაზობთ ლიმიტების მრავალფეროვან არჩევანს

    • დან - მდე

      $1 - $500

    რულეტკა მარტივი და ადვილად გასაგები თამაშია. რულეტის ბორბალზე დატანილია რიცხვები 1-დან 36-მდე და სიმბოლო „0“. რიცხვები მონაცვლეობით არის შეფერილი წითლად და შავად, ხოლო „0“ მწვანე ფერით არის აღნიშნული. ფერებისა და რიცხვების კომბინაციები სთავაზობს მოთამაშეებს მრავალფეროვან ფსონებს და ქმნის საინტერესო სათამაშო გამოცდილებას. ფსონების დადება შესაძლებელია როგორც ცალკეულ რიცხვებზე, ისე რიცხვთა ჯგუფებზე სათამაშო დაფაზე. როდესაც ბურთი გაჩერდება რულეტის ბორბალზე, დილერი მონიშნავს მოგებულ რიცხვს სათამაშო მაგიდაზე და ანაზღაურებს მოგებულ ფსონებს. იმედი გვაქვს, თქვენი ფსონიც სწორედ იქ აღმოჩნდება.

  • ბლექ ჯეკი

    გთავაზობთ ლიმიტების მრავალფეროვან არჩევანს

    • დან - მდე

      $10 - $2,000

    კლასიკა ყოველთვის სწორი არჩევანია! ბლექჯეკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაშია კაზინოში. თამაშის მიზანია დააგროვოთ 21 ქულა ან მაქსიმალურად მიუახლოვდეთ 21-ს ისე, რომ არ გადააჭარბოთ მას. ყველა მოთამაშე თამაშობს დილერის (კაზინოს) წინააღმდეგ, რომელიც თამაშს იწყებს თითოეული მოთამაშისთვის ორი კარტის დარიგებით, ხოლო საკუთარ თავს ერთ კარტს ურიგებს პირით ზემოთ. კარტები ითვლება მათი ნომინალური ღირებულების მიხედვით: მეფე, დედოფალი და ვალეტი ფასდება 10 ქულად, ხოლო ტუზი — 1 ან 11 ქულად. თუ მოთამაშის პირველ ორ კარტს შორის არის 10 ქულიანი კარტი და ტუზი, ეს ითვლება „ბლექჯეკად“ და მოგების შემთხვევაში ანაზღაურდება ერთნახევარჯერად.

  • პოკერი

    გთავაზობთ ლიმიტების მრავალფეროვან არჩევანს

    • დან - მდე

      $10 - $2,000

    ხუთზე მეტი სხვადასხვა სახეობის პოკერით და განსხვავებული მინიმალური ფსონებით, დარწმუნებულები ვართ, რომ იპოვით თქვენთვის შესაფერის თამაშს. ითამაშეთ „კაზინოს“ წინააღმდეგ და გაახალისეთ თამაში მაგიდის პროგრესული ჯეკპოტით, მცირე დამატებითი ფსონის სანაცვლოდ. კაზინო აჭარა გთავაზობთ პოკერის შემდეგ სახეობებს: რუსული პოკერი, ტეხასური ჰოლდემი, 3 Card Poker, 5 Card Poker, 6 Card Poker, ბონუსი Ultimate Texas Hold’em

  • სიქ-ბო

    ქალაქში ერთადერთი სიქ-ბოს მაგიდა

    • დან - მდე

      $5 - $500

    სიკ ბო არის ძველი ჩინური წარმოშობის კამათლების თამაში, რომელიც ითამაშება სამი კამათლით. თამაშის მიზანია გამოიცნოთ ჯამური ქულები და სხვადასხვა კომბინაციები და დადოთ ფსონი შესაძლო შედეგებზე. 62-დან 1-მდე ანაზღაურებით ეს თამაში არის სახალისო და ამაღელვებელი.

  • პუნტო ბანკო

    გთავაზობთ ლიმიტების მრავალფეროვან არჩევანს

    • დან - მდე

      $10 - $5,000

    ტრადიციულად კაზინოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ თამაშად მიჩნეული, ბაკარას მსგავსი თამაში (გამოითქმის „ბა-კა-რა“) სთავაზობს მოთამაშეებს ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ შანსებს. თამაშში გამოიყენება რვა შერეული კარტის დასტა, ხოლო მონაწილეები ფსონს დებენ მოთამაშეზე ან ბანკზე. როგორც მოთამაშეს, ასევე ბანკს ურიგდება ორი კარტი. ფიგურები და ათიანები ქულებად არ ითვლება. იგებს ის ხელი, რომლის ქულათა ჯამი ყველაზე ახლოსაა ცხრასთან.

კაზინოს ლატარიები

თვალი ადევნეთ ამ განყოფილებას, რათა იყოთ ინფორმირებული მომავალი ლატარიების შესახებ.