კაზინო აჭარა გაიხსნა 1998 წლის 18 ივნისს და მაშინვე გახდა სათამაშო ბიზნესის ლიდერი საქართველოში. კაზინოს სტუმრებისთვის განკუთვნილია 35 სათამაშო მაგიდა, რომლებზეც შეიძლება  ყველა სახის კაზინოს თამაში, და აგრეთვე არის 295 სლოტ-მანქანა ელექტრონული რულეტის 80 სადგურის ჩათვლით.

დღე-ღამის განმავლობაში საშუალო დასწრების შემთხვევაში კაზინოს სტუმრების რაოდენობა წარმოადენს 2000 ადამიანს და იქმნება ისეთი სათამაშო ატმოსფერო, როგორიც ვერ იქმნება ევროპის სხვა ბევრი კაზინოში.

კაზინოს სტუმრების შემადგენლობა ინტერნაციონალურია და ის  დასასვენებლად უსაყვარლესი ადგილია ბევრი სტუმრისთვის მეზობელი სახელმწიფოებიდან. ამას ხელს უწყობს  ცოტა ხნის წინ გახსნილი სასტუმროც  Holiday Inn, რომლიდანაც პირდაპირ კაზინოში შეიძლება მოხვედრა.

კაზინოს ფართი 5000 კვ.მ. შეადგენს და ორ სართულზეა განთავსებული, რომელთაგან თითოეულს თავისი კონცეფცია გააჩნია.
კომლექსის პირველი სართული რესტორანს, ბარსა და ძირითად სათამაშო დარბაზს ეთმობა, რომელშიც შესასვლელად აუცილებელია  რეგისტრაცია და დრეს-კოდის დაცვა.

კომპლექსის მეორე სართული უფრო დემოკრატიულია და არ მოითხოვს სავალდებულო რეგისტრაციას. ის მოიცავს დიდ სლოტ-დარბაზს, პოკერის კლუბს, ბარს, რესტორანს და მცირე რაოდენობით სათამაშო მაგიდებს.

კაზინოს ტერიტორიაზე არის VIP ‘Club Prive’ განსაკუთრბული სტუმრებისთვის,  მათთვის ვინც უპირატესობას ანიჭებს თამაშს მშვიდ გარემოში და შეჩვეულნი არიან მაღალი დონის მომსახურებას და ინდივიდუალურ მიდგომას. შესვლა ‘Club Prive’-ში შეზღუდულია და რეგულირდება კაზინოს მენეჯმენტის მიერ.